შეფარდებითი უპირატესობა და საქართველოს აგრარული მეურნეობა
Abstract
კლასიკური ეკონომიკური თეორიის მთავარმა იდეოლოგმა ადამ სმითმა თავის ნაშრომში `ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ პირველად განავითარა აზრი იმის თაობაზე, რომ უმჯობესია თითოეულმა გონიერმა ადამიანმა ისეთ საქმეს მოჰკიდოს ხელი, რომელშიც მას აქვს გარკვეული უპირატესობა მეზობელთან შედარებით, ხოლო თავისი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის ნაწილით კი შეიძინოს ის, რისი საჭიროებაც მას გააჩნია. (შრომითი საქმიანობისადმი ასეთ მიდგომას კარგად ეხმიანება ქართული ანდაზა პური მეპურეს გამოაცხობინე და ერთი პურიც მიეციო). ეს აქსიომატური დებულება შეფარდებითი (შედარებითი, ფარდობითი) უპირატესობის პრინციპისა, რომელიც, მართლაც, ისტორიულია შრომის დანაწილების, წარმოების სპეციალიზაციის, ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების და საქონლის (მომსახურების) ურთიერთგაცვლის სარგებლიანობის შესახებ, ძალაში რჩება თანამედროვე მსოფლიოში.











