საერთაშორისო ტურიზმი — ტურისტული ბაზრის მნიშვნელოვანი სეგმენტი
Abstract
ტურიზმი, როგორც მომსახურების ინდუსტრია XXI საუკუნეში სწრაფი ტემპით ვითარდება. მაღალი ეკონომიკური და სოციალური ეფექტიანობის გამო მას ეკონომიკური ფენომენის სტატუსი მიენიჭა. ტურიზმი ასევე განიხილება, როგორც საერთაშორისო ბიზნესის სახეობა და მსოფლიო მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვანი ბერკეტი. იგი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილია, მისი როლი და მნიშვნე ლობა განუწყვეტლივ იზრდება, როგორც ქვეყნის ეკონომიკაში, ისე, საზოგადოებაში მთლიანად. ტურიზმის განვითარება პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოთა ურთიერთობებთან, სოციალურ, საგანმანათლებლო და ეკონომიკურ სფეროებთან.











