როგორ გავხადოთ ბიზნესი სოციალურად წარმატებული

Authors

  • უშანგი სამადაშვილი

Abstract

ნებისმიერ ქვეყანაში ბიზნესი ეროვნული ტრადიციებით, ადათ­ჩვევებითა და ოფიციალური კანონებით წესრიგდება და რეგულირდება. იგი მოქალაქეებისა და თვით სახელმწიფოს ინტერესებს ეხება. სწორედ ამიტომ სახელმწიფო არ შეიძლე­ ბა განზე იდგეს ამ მეტად მნიშვნელოვანი მოვლენისაგან. რო­ გორც წესი, თუ იგი სათანადოდ არ უზრუნველყოფს ფირმების (ბიზნესის) სამართლებრივ რეგულირებას, მაშინ უარყოფითი შედეგებიც არ დააყოვნებს. ამის კარგი მაგალითია XX ს­ის 90­ იანი წლები, როდესაც ქართულ კანონმდებლობაში არსებული ვაკუუმის გამო, ე. წ. სატრასტო კომპანიებისა და სხვა ფირმების ვოლუნტარისტული მოქმედებებისაგან ძალიან ბევრი ჩვენი თა­ ნამოქალაქე სერიოზულად დაზარალდა. ამ ნეგატიური გამოც­ დილებიდან გამომდინარე, დაჩქარდა სახელმწიფოს კანონშე­ მოქმედებითი საქმიანობა.

Author Biography

უშანგი სამადაშვილი

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ პროფესორი

Downloads

Published

2009-01-31

How to Cite

სამადაშვილი უ. (2009). როგორ გავხადოთ ბიზნესი სოციალურად წარმატებული. Business and Legislation, 2(1), 90–93. Retrieved from https://www.ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/556