როგორ აპირებს პარლამენტი უკანონობის დაკანონებას?!
Abstract
საქართველოს საკანონმდებლო სისტემას კრიტიკა არას დროს დაკლებია, მაგრამ პარლამენტს ასეთი უსუსური დო კუმენტი რომ მოემზადებინოს, მე პირადად არ მახსოვს. საქმე ეხება კანონპროექტს, რომლის მიღების შემთხვევაში: მნიშვნელოვნად გაიზრდება დაცვის სამსახურების შენახვის საფასური, კერძოდ, ამ საქმიანობის წარმოების ლიცენზიის მიღების გადასახადი 50.000 ლარი გახდება, საბანკო გარან ტიის მისაღებად კი საჭირო ხდება 600.000 ლარის ღირე ბულების ქონების უზრუნველყოფა. აღნიშნული კაბალური პირობები, რა თქმა უნდა, ხელს შეუშლის დაცვითი საქმია ნობის ბაზარზე ლიცენზიების და ნებართვების მიღებაში თა ნაბარი და კონკრეტული გარემოს შექმნას. ყოველივე ამას შედეგად მოჰყვება დაცვითი სამსახურების მცირე ფირმების გაუქმება და ბაზარზე მონოპოლისტთა დამკვიდრება, რაც საბაზრო ეკონომიკის პირობებში ყოვლად დაუშვებელია.











