ვინ მოგვპარა "ენერგია"?
ანოტაცია
ამ თემის ირგვლივ 2004-2006 წლებსი გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" ფურცლებზე რამდენიმე წერილი გამოვაქვეყნე. მიზანი მარტივი გახლდათ: მხარი დამეჭირა ფრიად საინტერესო (და საჭირო!)საქმისათვის, მაშინდელი საქართველოს ტელევიზიის პირველმა არხმა რომ წამოიწყო და... მოულოდნელად შეწყვიტა ზუსტად მაშინ, როცა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. საუბარია ცნობილი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის მერაბ ბერაძის პროგრამა "ენერგიაზე". იგი კვირაში ერთხელ 25-წუთიანი ხანგრძლივობით გვთავაზობდა კონკრეტულ მასალებზე აგებულ გადაცემებს ენერგომატარებლების არატრადიციულ წყაროებზე, საინჟინრო ნოვაციებზე, საგამომგონებლო საქმიანობაზე... თავის დროზე ტელეჟურნალისტს ამ თემისადმი ინტერესი გაუღვივა აუტანელმა კრიზისმა. რის გამოც ქვეყნის ყველა კუთხე წყვდიადში ჩაიძინა. ადამიანებს ძალზე უჭირდათ ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება იმ "უბრალო" მიზეზები გამო, რომ არ გვყოფნიდა ელექტროენერგია. გაზი, სხვა ენერგომატარებლები.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 ბიზნესი და კანონმდებლობა

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .











