THE MAGNA CARTA OF 1215, GOVERNMENT ETHICS, AND WOMEN’S RIGHTS
ანოტაცია
ამერიკელი პროფესორის ვინსენტ ჯონსონის სტატია ეხება თავისუფლების დიდ ქარტიას, ასევე მაგნა კარ- ტას (ლათ. Magna Carta Libertatum), რომელიც გამო- იცა ინგლისში 1215 წელს და იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვა- ნესი წინაპირობა ხანგრძლივი ისტორიული პროცესისა, რომ- ლის შედეგად თანამედროვე კონსტიტუციური სამართალი ჩამოყალიბდა. ქარტიის თანახმად მეფეს გარკვეული უფლებები უნდა დაეთმო, დამორჩილებოდა სამართლებრივ პროცედუ- რებს და ეღიარებინა, რომ მეფეც შეზღუდული იყო კანონით.
ქარტიის შედეგად სასამართლოებს მიენიჭათ დამოუკიდებ- ლობა, ის ამკვიდრებდა შესაბამის სასამართლო პროცედურას და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებს. ქარტია აღიარ- ებს მიწისმესაკუთრეთა უფლებებს და მემკვიდრეობის უფლე- ბას და ჩამოთვლის უფლებათა მთელ რიგს, როგორიცაა ყვე- ლა თავისუფალი მოქალაქის უფლება ჰქონდეთ და მემკვიდ- რეობით მიიღონ და გადასცენ საკუთრებადა გათავისუფ- ლდნენ ზედმეტი გადასახადებისაგან. გამოცხადდა გადაად- გილების თავისუფლება, აიკრძალა სანქციის გარეშე საკუთა- რი სახლების ჩხრეკა და სხვ.
ხუთი საუკუნის შემდეგ ინგლისის პარლამენტმა გამოს- ცა კანონი, რომელიც აცხადებდა, რომ აღარ დაუშვებდა სამეფო ჩარევას თავის საქმეებში. იგი უკრძალავდა მონარქებს შეეჩერ- ებინათ კანონის მოქმედება პარლამენტის თანხმობის გარეშე, გამოაცხადა პარლამენტის წევრების თავისუფალი არჩევნები და სიტყვის თავისუფლება პარლამენტში, რომელიც არ უნდა დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ სასამართლოში ან სხვა ნე- ბისმიერ ადგილას. კონსტიტუციურ მონარქიას, საპარლამენ- ტო მმართველობას სწორედ 1215 წელს ჩაეყარა საფუძველი თავისუფლების დიდი ქარტიის საშუალებით.











