რას გვპირდება ახალი საგადასახადო კოდექსი?!
ანოტაცია
საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერ დზე გამოქვეყნდა, ჩემის აზრით, სერიოზულ დამუშავებასა და სრულყოფას მოითხოვს. პროექტში ბევრი მუხლი და პუნქტი გაუგებარი და ბუნდოვანია, მეტიც, არის ურთიერთ საწინააღმდეგო მუხლებიც. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს ყველაფერი შეგნებულადაა გაკეთებული, რომ საგადასახადო ინსპექტორს საშუალება ჰქონდეს ყოველთვის გამოედავოს გა დასახადის გადამხდელს.
ახალი საგადასახადო კოდექსი მთელი რიგი საკითხების დადგენას, რომლებიც მოქმედ საგადასახადო კოდექსში ისე დაც დადგენილია, ავალებს საქართველოს მთავრობას და სა ქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რაც მიზანშეწონილი ნამდვილად არ არის. სჯობს, არ ავჩქარდეთ დავადგინოთ ის, რაც საჭიროა და პასუხისმგებლობას სხვას ნუ გადავულოცავთ!











