გლობალიზაცია და მიგრაციის პრობლემა სამხრეთ კავკასიაში
ანოტაცია
გლობალიზაცია დადებით მახასიათებლებთან და შესაძლელობებთან ერთად, გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს მცირე ერებისთვის. გარდა იმისა, რომ ანტიგლობალისტებში ის სუვერენიტეტის და კულტურული იდენტობის დაკარგვის შიშს იწვევს, რიგ სახელმწიფოებში რადიკალურად ცვლის სოციალურ გარემოს. წინამდებარე სტატიაში სწორედ ერთ-ერთ ფაქტორზე, მიგრაციაზეა საუბარი, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მაგალითზე. გლობალიზაციამ ფართო ასპარეზი მისცა ადამიანებს. ტექნოლოგიური პროგრესისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურების განვითარებამ, ასევე საზღვრების გადალახვის გამარტივებულმა წესმა, შესაძლებელი გახადა სამუშაოს მაძიებელთა გადინება ქვეყნებიდან. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან უმეტესაც ეკონომიკურად და რეპროდუქტიულად აქტიური მოსახლეობა გადის ანუ ადამიანები, ვინც უნდა შექმნას სახელმწიფოსთვის დოვლათი და დემოგრაფიული სტაბილურბა. „ტვინების გადინების“ სახელით ცნობილი მოვლენა ნიშნავს, რომ ქვეყანა კარგავს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ბაზას. ყველა ზემოჩამოთვლილი მიზეზი კი იწვვს ერის დაბერებას.
გამოიკვეთა, რომ საერთაშორისო ემიგრაცია შეუქცევადი პროცესი გახდა. საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში მიგრაციულ პროცესებზე ერთნაირი ფაქტორები არ მოქმედებს და ქვეყებს სხვადასხვა პოლიტიკა აქვთ სტატისტიკის წარმოებისა და პრობლემასთან გამკლავების კუთხითაც.
წყაროები
Aleshkovski I.A. Современное общество: актуальные проблемы и перспективы развития, RUDN Journal of Sociology Vol. 17 No. 2 . 2017;
United Nations, International Migration 2019;
Bara A. Di Bartolomeo A. Brunarska Z. Makaryan S. Mananashvili S. Weinar A. REGIONAL MIGRATION REPORT: SOUTH CAUCASUS. Robert Schuman Centre, European University Institute 2013;
წულაძე გ. მაღლაფერიძე ნ. სულაბერიძე ა. დემოგრაფია. თბილისი 2009;
James P. Nation Formation: Towards a Theory of Abstract Community. London: Sage Publications;
Noiriel G. Population, Immigration et Identité Nationale en France, XIX-XX siècle. Hachette Supérieur, 1992;
Scholte J.A. Globalization: A Critical Introduction, London: McMillan 1997.











