აფხაზეთის სათბობი მრეწველობის განვითარების რეტროსპექტივა და თანამედროვე რეალობა

ავტორები

  • ნაზი გვარამია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/bal/2025.18.01.07

საკვანძო სიტყვები:

რეგიონი, ენერგეტიკა, რეტროსპექტივა, პოტენციალი, შეფასება, ანალიზი, პერსპექტივა

ანოტაცია

ნაშრომი შეეხება საქართველოში რეგიონალიზაციის პროცესების განვითარებას, რაც უკანასკნელი ათეული წლების მოვლენების ლოგიკური შედეგია.

კვლევაში წარმოდგენილია რეგიონული ეკონომიკის თავისებურებები, სპეციფიკური პრობლემები და ცალკეული რეგიონის ენერგეტიკული მეურნეობის განვითარების მიმართულებები. ქვეყნის ენერგეტიკაში ამა თუ იმ რეგიონის წილი განისაზღვრება მისი საწარმოების რაოდენობით და მასშტაბებით მოცემულ სფეროში.

კვლევაში განხილულია 90-იანი წლებიდან საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის აღდგენისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი პერიოდი, რომელიც საბაზრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე გადასვლას და ქვეყნის ახალი საერთაშორისო ურთიერთობების გარემოს წარმოქმნას უკავშირდება;

ნაშრომში აქცენტირებულია თანამედროვე პირობებში არსებული ის რეგიონული პრობლემები, რომლებიც საფუძვლიანად არ არის შესწავლილი.

საქართველოში საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ძვრები დაემთხვა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში პოლიტიკურ აშლილობას, რის შედეგადაც 1993 წელს რეგიონი ადგილობრივმა სეპარატისტებმა საქართველოსგან დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადეს და დღემდე ისინი მას თვითნებურად საქართველოს იურისდიქციიდან გასულად თვლიან. აქედან გამომდინარე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში დღესდღეობით არსებული მდგომარეობის, ამ პერიოდში რეგიონის ეკონომიკის, მითუმეტეს ენერგეტიკის განვითარების ძირითადი ტენდენციების რეალური დახასიათება-შეფასება ფაქტიურად არ გაკეთებულა. მოცემული ნაშრომის მიზანი ამ მიმართულებით საზოგადოების ინფორმირებაა.

თანამედროვე ეტაპზე აფხაზეთის ავტონომიური ავტონომიური რესპუბლიკის  ეკონომიკა კრიზისს განიცდის. 1992-1993 წლების საომარი მოქმედებების შედეგად განხორციელებული ნგრევის და მის შემდგომ პერიოდში ძარცვის და ყაჩაღობის შედეგად, რეგიონის ეკონომიკისა და სოციალური სფეროს ყველა დარგმა უმძიმესი ზარალი განიცადა. განადგურდა აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი, თითქმის მთლიანად გამოვიდა მწყობრიდან მანქანა-დანადგარების, აღჭურვილობის, ინსტრუმენტების უდიდესი მოცულობა. განადგურდა, გაიძარცვა და დაიკარგა საავტომობილო, სარკინიგზო, საავიაციო და საზღვაო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობები, საწარმოო ბაზები, რკინიგზის სადგურები და მათი მოწყობილობები, სოხუმის აეროპორტი. მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა სოფლის მეურნეობამ, ენერგეტიკამ, კავშირგაბმულობამ, საკურორტო და კომუნალურმა მეურნეობებმა, განსაკუთრებით საავტომობილო გზებმა და ხიდებმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კვლევაში წარმოდგენილია მოსაზრება, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის აღდგენა-განვითარების უპირველესი საწინდარი უნდა იყოს რეგიონის ენერგეტიკული სექტორის აღდგენა-განვითარება, ვინაიდან ამ უკანასკნელზე დიდადაა დამოკიდებული მთლიანად აფხაზეთის ეკონომიკა და მისი ცალკეული დარგი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებებით, რომელიც 90-იან წლებში ჩატარდა და რაც მოცემული პერიოდისთვის არასრული იყო, ომის შედეგად მხოლოდ ეკონომიკისა და სოციალური სფეროებისადმი მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა 3,0 მლრდ. ლარს გადააჭარბა, ხოლო მოქალაქეთა პირადი ქონების ზარალმა /საბინაო ფონდის/ გარდა 5,5-6,0 მლრდ. ლარი შეადგინა, ე.ი. სულ 8,5-9,0 მლრდ. ლარი.

კვლევაში დახასიათებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  სათბობი რესურსების პოტენციალი და მოცემულია სათბობი მრეწველობის განვითარების რეტროსპექტივა. წარმოდგენილია ტყვარჩელის ქვანახშირის საბადოს დარჩენილი მარაგების ათვისების უაღრესად დიდი მნიშვნელობა არა მარტო ავტონომიური რესპუბლიკის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის ენერგეტიკული მეურნეობის განვითარებისთვის. აფხაზეთის ტერიტორიაზე თანამედროვე ეტაპზე უმნიშვნელო დატვირთვით ფუნქციონირებს ეკონომიკა. ენერგეტიკული პოტენციალის ათვისება და გამოყენება რეგიონში უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მთლიანად შეწყვეტილია. რეგიონის ენერგეტიკული პოტენციალის რაციონალური გამოყენების მიმართულებების დასახვა მეტად აქტუალური პრობლემაა, რომლის გადაჭრას უდიდესი ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. იგი საშუალებას მისცემს ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის ამოქმედებას, ხოლო ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების სრულყოფილი ათვისებით და გამოყენებით შესაძლებელია დაკმაყოფილდეს აფხაზეთის მოთხოვნები ელექტროენერგიაზე, განხორციელდეს აგრეთვე მისი მიწოდება საქართველოს სხვა რეგიონებსა და  მეზობელ ქვეყნებში.

ნაშრომში მიზნად ისახავს აფხაზეთის ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის შეფასებას ქართულ-აფხაზურ კონფლიქტამდე და მის შემდგომ პერიოდში. მოცემულია დარგის პერსპექტიული განვითარების სასტარტო მდგომარეობის ანალიზი, ენერგეტიკული მეურნეობის აღდგენის პერსპექტივები. ამავე დროს, კვლევაში გათვალისწინებულია რეგიონში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარება, რომლის შესაბამისადაც, ამჟამად ენერგეტიკის საკითხი არის ერთადერთი ლეგალური სფერო საქართველოსა და დე-ფაქტო აფხაზეთს შორის თანამშრომლობის წარმართვისთვის. აქედან გამომდინარე, კვლევის ფარგლებში მოცემულია რეგიონის  ენერგეტიკული მეურნეობის განვითარების პერსპექტიული ხედვა.

ავტორის ბიოგრაფია

ნაზი გვარამია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი

წყაროები

ჭითანავა ნ., გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, 1997 წ.;

ჩომახიძე დ., მრეწველობისა და ენერგეტიკის განვითარების ძირითადი მიმართულებები 1996-1997 წლებში, თბ, 1996 წ.;

ჩომახიძე დ., ბიბილაშვილი ლ., საქართველოს სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსი: შედეგები და ამოცანები, ეკონომიკის სკი, შრომების კრებული, ტ. I. თბ, 1996 წ.;

არველაძე რ., საქართველოს რესპუბლიკის ენერგეტიკის განვითარების პრობლემები. თბ, 1993 წ.;

ეკონომიკური ვითარება აფხაზეთში, სეპარატისტული რეჟიმის ფინანსური და სოციალურ-ეკონომიკური შედეგები. საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი. თბ, 1998 წ.;

ღვინჯილია ვ., საქართველოს რესპუბლიკის ნახშირის მრეწველობის დღევანდელი მდგომარეობა, ნახშირის მარაგები, მათი მოპოვებისა და გამოყენების პერსპექტივები, ჟ. ენერგია, 1997 წ, №1;

ყუშიტაშვილი ა., ქვანახშირის მრეწველობის განვითარება საქართველოში. თბ, „საბჭოთა საქართველო“, 1997 წ.;

გვარამია ნ., აფხაზეთის ენერგეტიკული პოტენციალის გამოყენების მიმართულებები, სადისერტაციო ნაშრომი, 2002 წ.;

https://abkhazia.gov.ge/saministro/MINISTRY-OF-FINANCE-AND-ECONOMY;

https://Kavkaz-uzel.eu;

https://jam-news.net>topic;

https/tass.ru https://sputnik-abkhazia.ru.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

15.07.2025

როგორ უნდა ციტირება

გვარამია N. . . (2025). აფხაზეთის სათბობი მრეწველობის განვითარების რეტროსპექტივა და თანამედროვე რეალობა. ბიზნესი და კანონმდებლობა, 18(1), 49–55. https://doi.org/10.52340/bal/2025.18.01.07