თანამედროვე კაპიტალისტური სისტემის ეკონომიკური პრობლემები
DOI:
https://doi.org/10.52340/bal/2025.18.01.10საკვანძო სიტყვები:
ეკონომიკური კრიზისი, ეკონომიკური მოდელი, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკა, მოსახლეობის მსყიდველობითი უნარიანოტაცია
საუკუნეებია ეკონომიკის მეცნიერები, ექსპერტები, პოლიტიკოსები ცდილობენ გაარკვიონ რა იწვევს ეკონომიკურ პრობლემებს, ეძებენ გზებს ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, თუმცა უშედეგოდ და პრობლემები პრობლემებად რჩება. ფაქტობრივად, მსოფლიო იმყოფება მუდმივ ეკონომიკურ კრიზისში. კაცობრიობა რატომღაც „ეკონომიკურ კრიზის“ უწოდებს ეკონომიკური კრიზისების პიკურ ანუ უკიდურესად გამწვავებულ მდგომარეობას. იხარჯება მილიონები სხვადასხვა ეკონომიკურ ფორუმების მოსაწყობად, ტრილიონები - ეკონომიკური კრიზისების დასაძლევად, მაგრამ ამაოდ. განხორციელებული ღონისძიებები ვითარების მხოლოდ დროებით განმუხტვას უწყობს ხელს და არა პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებას.
ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ეკონომიკაა მთავარი ბაზისი კაცობრიობის არსებობისთვის. თუ ეკონომიკა ხანგრძლივ კრიზისშია, იშლება და ინგრევა ყველაფერი, თვით სახელმწიფოებიც კი. ეკონომიკა ქმნის განვითარების გარემოს და შესაძლებელს ხდის ადამიანის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია კაპიტალისტური საზოგადოებრივი წყობის და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის თანამედროვე პრობლემები. აუცილებელია, რომ იმ გარემოზე, რომელსაც ეს სისტემები ქმნიან და რომელშიც ქვეყნები, თვით ადამიანი არსებობს, საფუძვლიანი და ღრმა ცოდნა ჭირდება პოლიტიკოსებს - პოლიტიკური პროცესების დაგეგმვის და სახელმწიფოს მართვის დროს; ეკონომისტებს - ეკონომიკური პროცესების სამართავად; ბიზნესმენებს - თავიაანთი ბიზნეს საქმიანობის სწორად დაგეგმვის და მართვისთვის; ყველა სფერს მენეჯერებს - მენეჯმენტის სწორად წარმართვისთვის და ა.შ. მძიმე ეკონომიკურ პრობლემებს იწვევს სწორედ არარეაკურად აღქმნილი გარემო, ეკონომიკურ თეორიებში და ეკონომიკურ ფორმულებში დაშვებული უხეში შეცდომები, მათ ბაზაზე შექმნილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი სისტემები.
წყაროები
Стенли Фишер, Рудигер Дорнбуш, Ричард Шма¬лези Экономика, „дело“, Москва, 1995.
Джеффри Д. Сакс, Фелипе Ларрен Б. Макроэ¬кономика Глобальный подход, Москва, издательство ” Дело”, 1996;
М. Х. Мескон, М. Альберт, Ф. Хедоури Основы менеджмента, Москва "дело" 1992;
К. К. Сио Управленческая экономикв, Москва "инфра-м" 2000;
Филип Котлер Основы менеджмента, Москва "прогресс" 1992;
П. Самуельсон Экономика, т. 1, Москва "алгон" 1992;
П. Самуельсон Экономика, т. 2, Москва "алгон" 1992;
Ричард Дж. Тьюлз, Эдвард С. Бредли, Тад М. Тьюлз, Фондовый Рынок; Инфра-м 1997.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 ბიზნესი და კანონმდებლობა

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .