ბუღალტრული აღრიცხვა ახალ განზომილებაში მოსაზრებები გამოწვევების გადაწყვეტაზე
DOI:
https://doi.org/10.52340/bal/2025.18.02.04საკვანძო სიტყვები:
ბუღალტრული აღრიცხვა, პროფესიული ეთიკა, თეორია და პრაქტიკა, ტერმინოლოგია, ციფრული ტრანსფორმაცია, ფინანსური ანგარიშგებაანოტაცია
ნაშრომი ასახავს ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში მიმდინარე სისტემურ ცვლილებებსა და პროფესიაში არსებულ გამოწვევებს. მისი მიზანია აღრიცხვის თეორიულ- მეთოდოლოგიური, ტერმინოლოგიური და ეთიკური საკითხების სრულყოფის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა.
ახალ რეალობაში: ბუღალტერიის დანიშნულება სცილდება მხოლოდ ტექნიკური ოპერაციების პასიური ფიქსირების ფარგლებს და უფრო საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის ანალიზის ჩატარების, სტრატეგიული განვითარების მიმართულებების განსაზღვრის, რისკების მართვის ფუნქციებს იძენს; აშკარად გამოჩნდა წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული თეორიული და ტერმინოლოგიური შეუთავსებლობები, სწავლებისა და პრაქტიკიკული უნარების გამომუშავების ხელშემშლელი გარემოებები; პროფესიული ეთიკისა და რეგულაციების დახვეწის აუცილებლობა.
კრიტიკული ანალიზი ცხადყოფს, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების სწავლების ტექნიკურ დეტალებზე აქცენტირება და მმართველობითი აზროვნების უნარების გამომუშავებაზე ორიენტირების დეფიციტი, ბუნდოვანი, არასათანადო, ხშირ შემთხვევაში გაუმართავი ტერმინოლოგიის მიწოდება აჩენს გაუგებრობებს სტუდენტებსა და პრაქტიკოს პროფესიონალებშიც.
ავტორები აზიარებენ მოსაზრებებს, რომელთა მიზანშეწონილება პროფესიის მიმართ წლობით ჩამოყალიბებული შეხედულებების გადახედვის, განათლების პროგრამების მოდერნიზაციის, ტერმინოლოგიის დახვეწის, პროფესიული ეთიკის გაძლიერების, ტექნოლოგიური კომპეტენციების ინტეგრირებისა და ბიზნესისთვის მორგებული ბუღალტრული აღრიცხვის მოდელის შექმნის აუცილებლობითაა ნაკარნახევი. განსახორციელებელ ცვლილებათა მთავარ მიმართულებად წარმოდგენილია ბუღალტრული აღრიცხის გადაყვანა ტექნოლოგიური ტენდენციების თანხვედრი ფუნქციონირების ახალ ეტაპზე და ბუღალტრისთვის წვლილისა და როლის შესაბამისი სტატუსის დამკვიდრება ხელმძღვანელობით იერარქიაში.
წყაროები
საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, ქუთაისი, 8 ივნისი 2016 წ. N5386-IIს;
ლიპარტია ზ., ჯალაღონია დ., პაპასქუა ი., შერაზადაშვილი ბ., საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეგულირების სრულყოფის პრიორიტეტები, ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობა“, No1, 2023 წ. გვ. 7-12, file:///C:/Users/User/Desktop/7-12.pdf;
ჯალაღონია დ., პაპასქუა ი., ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საკანონმდებლო რეგგულირება საქართველოში, საერთაშორისო სამეცნიერო, ანალიტიკურ ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობა“, 2019, №1; გვ. 17-35;
ჯალაღონია დ., პაპასქუა ი. ფინანსური ანგარიშგების როლი ეკონომიკურ ინტეგრაციულ პროცესებში, სამეცნიერო, ანალიტიკურ-პრაქტიკული ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობა“, 2018. N2, გვ.6-13;
ჯალაღონია დ., პაპასქუა ი. „ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საკანონმდებლო რეგულირების წინაპირობები“, სამეცნიერო, ანალიტიკურ-პრაქტიკული ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობა“, 2019, N2, გვ. 7-35;
ჭუმბურიძე ლ, საბაური ლ., პაპასქუა ი., ბუღალტრული აღრიცხვის ხარისხის ამაღლების კონცეპტუალური ვექტორები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობა“, №2, 2023 წ. გვ. 17-24;
Brealey, R., Myers, S., & Allen, F. (2020). Principles of Corporate Finance (13th ed.). McGraw-Hill;
Damodaran, A. (2010). Applied Corporate Finance. Wiley;
Ross, S., Westerfield, R., & Jaffe, J. (2019). Corporate Finance (12th ed.). McGraw-Hill;
Bodie, Z., Kane, A., & Marcus, A. (2018). Investments (11th ed.). McGraw-Hill;
Porter, M. (1990). The Competitive Advantage of Nations. Free Press;
Dunning, J. H. (2001). The Eclectic (OLI) Paradigm of International Production. Journal of International Business Studies;
OECD (2022). Foreign Direct Investment Statistics: Data, Analysis and Forecasts. OECD Publishing;
UNCTAD (2023). World Investment Report. United Nations;
Levine, R., & Zervos, S. (1998). Stock markets, banks, and economic growth. American Economic Review;
Borensztein, E., De Gregorio, J., & Lee, J. W. (1998). How does foreign direct investment affect economic growth? Journal of International Economics;
Alfaro, L., Chanda, A., Ozcan-S, S., & Sayek, S. (2004). FDI and economic growth: the role of financial markets. Journal of International Economics;
Barrell, R., & Pain, N. (1997). Foreign direct investment, technological change, and economic growth within Europe. The Economic Journal;
Romer, P. (1990). Endogenous technological change. Journal of Political Economy;
World Bank (2023). Doing Business and Economic Development Indicators ;
IMF (2023). Regional Economic Outlook: Caucasus and Central Asia;
OECD (2022). Entrepreneurship at a Glance;
Asian Development Bank (ADB) (2023). Key Indicators for Asia and the Pacific.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 ბიზნესი და კანონმდებლობა

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .











