სასოფლო ტერიტორიების მდგრადი განვითარების ახალი პარადიგმა (საქართველოს მაგალითზე)
საკვანძო სიტყვები:
სასოფლო ტერიტორია, მდგრადი განვითარება, პარადიგმა, მოდერნიზაცია, სტრატეგიაანოტაცია
თანამედროვე პირობებში სასოფლო ტერიტორიების მდგრადი განვითარების პრობლემების მიმართ სახელმწიფოს, საზოგადოებისა და მეცნიერების მხრივ ინტერესი გაძლიერდა. ეს კანონზომიერი მოვლენაა, რომელიც ქვეყნის განვითარების გარე და შიდა ფაქტორების გავლენით ჩამოყალიბდა და გლობალიზაციის (ლოკალიზაციის) წინააღმდეგობრივი პროცესების ტერიტორიული (რეგიონული) თავისებურებებისა და ტენდენციების ღრმა ანალიზს, მდგრადი განვითარების პრინციპებზე გადასვლის თეორიულად გააზრების, მეთოდურად დასაბუთებისა და პრაქტიკულად უზრუნველყოფის ღონისძიებათა შემუშავება-განხორციელების ამოცანას აყენებს. სტატიაში განხილულია საქართველოში სასოფლო ტერიტორიების მდგრადი განვითარების პრობლემები, გაანალიზებულია მიმდინარე პროცესების პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური ასპექტები, შეფასებულია ის ფაქტორები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს სასოფლო ტერიტორიების განვითარებაში ნეგატიური პროცესების წარმოქმნას.
შემოთავაზებულია სასოფლო ტერიტორიების მდგრადი განვითარების ახალი პარადიგმა: სასოფლო ტერიტორიების განვითარება-მოდერნიზაცია ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების განმსაზღვრელი პირობა-ფაქტორია; სასოფლო ტერიტორიების − ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სივრცე-რესურსის, რომელიც ასრულებს საწარმოო-ეკონომიკურ, სოციალურ-დემოგრაფიულ, კულტურულ, ბუნება დამცველ, რეკრეაციულ და სხვა ეროვნულ (სახელმწიფოებრივ) ფუნქციებს, გამოყენების, დაცვის და პოტენციალის მართვის საკითხები მიზანშეწონილია განხილულ იქნას სისტემური (ჰოლისტიკური) მიდგომების საფუძველზე; ტერიტორიის განვითარების პროცესის მდგრადი კომპონენტებია: მოსახლეობა (საზოგადოება), მეურნეობა (ეკონომიკა), ტერიტორია (გარემო). მათი განვითარება უნდა წარიმართოს ერთიან კონცეპტუალურ და მეთოდოლოგიურ საფუძველზე; დაცული იქნას ტერიტორიის განვითარების პროგრამების სინქრონიზაციისა და კომპლექსურობის პრინციპები.
წყაროები
საქართველოს მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმვის სახელმძღვანელო. ტ.I ძირითადი გზამკვლევი;
საქართველოს მუნიციპალიტეტების სივრცითი დაგეგმვის სახელმძღვანელო, ტომი 1, 2, 3. თბილისი 2019 წელი;
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი;
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დებულება;
საქართველოს რეგიონების განვითარების პროგრამა 2018-2021 წლები;
ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგია 2018-2022 წლები, თბილისი, 5 ივნისი, 2018 წელი;
საქართველოს ორგანული კანონი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი;
ო.ქეშელაშვილი. საქართველოს სოფლის მეურნეობის საწარმოო სპეციალიზაციის განახლებული ზონალური სქემა. თბილისი, 2009 წელი;
Развитие сельских територий. Иновации, диверсификация. Калуга, ЗАО «Типография флагман», 2011 г.;
Развитие сельских территорий: зарубежный опыт;
ნ. ჭითანავა. გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, თბილისი, 2001 წელი;
ნ. ჭითანავა, ლ.თაკალანძე. სოციალური ეკონომიკა, ფორმირება და განვითარება. I ნაწილი, თბილისი, 2008 წელი;
ნ. ჭითანავა. გლობალური პროცესები ერთპოლუსიან მსოფლიოში (საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციის ხილული და უხილავი პრობლემები). თბილისი, 2021 წელი;
Зарубежный опыт развития социальной инфраструктуры села. Журнал “Russian Journal of Management”. Том II, N4, 2023 г.;
Elhorst, J. P., Tziolas, I., Tan, C., & Milionis, P. (2024). The distance decay effect and spatial reach of spillovers. Journal of Geographical Systems, 26, 265–289. https://doi.org/10.1007/s10109-024-00440-5;
Guo, Y., & Li, S. (2024). A policy analysis of China’s sustainable rural revitalization: Integrating environmental, social and economic dimensions. Frontiers in Environmental Science, 12, 1436869. https://doi.org/10.3389/fenvs.2024.1436869;
Karami, M., & Madlener, R. (2023). Sustainability performance of rural municipalities in Germany. Energy, Sustainability and Society, 13(46). https://doi.org/10.1186/s13705-023-00425-0;
Liu D., Li F., Qiu M., Zhang Y., Zhao X., He J. (2024). An integrated framework for measuring sustainable rural development towards the SDGs. Land Use Policy, 147, 107339. https://doi.org/10.1016/j.landusepol.2024.107339;
Memo, U., & Pieńkowski, D. (2023). Sustainable rural development indicators in Bulgaria, Germany, Poland, Romania and the Netherlands: A review of data. Frontiers in Environmental Science, 11, 1323688. https://doi.org/10.3389/fenvs.2023.1323688;
Mpongwana, Z., & Cishe, E. N. (2024). Evidence of factors hindering establishment of viable rural development action in Eastern Cape municipalities. African Journal of Governance and Development, 13(1). https://doi.org/10.36369/2616-9045/2024/v13i1a3;
Piedra-Peña, J., Breuillé, M.-L., & Le Gallo, J. (2024). Municipal efficiency spillovers in France. The Annals of Regional Science, 73, 2143–2172. https://doi.org/10.1007/s00168-024-01326-6;
Widomski, M. K., & Musz-Pomorska, A. (2023). Sustainable development of rural areas in Poland since 2004 in the light of sustainability indicators. Land, 12(2), 508. https://doi.org/10.3390/land12020508.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2026 ბიზნესი და კანონმდებლობა

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .











