რისკების მენეჯმენტი კრიზისულ პერიოდში აუდიტის როლი კომპანიის მედეგობის შენარჩუნებაში

ავტორები

  • ნაზი ბარათაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ია მესხიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

შიდა აუდიტი, რისკების მენეჯმენტი, ორგანიზაციული მედეგობა, სამი ხაზის მოდელი, ბიზნესს გარემო

ანოტაცია

თანამედროვე ტურბულენტური ბიზნესგარემო ორგანიზაციებისგან მართვის მოდელების მუდმივ ტრანსფორმაციას მოითხოვს. წინამდებარე ნაშრომის მიზანია კრიზისულ პერიოდში რისკების მენეჯმენტსა და ორგანიზაციულ მედეგობას შორის არსებული დინამიკის კვლევა და ამ პროცესში შიდა აუდიტის, როგორც სტრატეგიული მოკავშირის, ახლებური როლის იდენტიფიცირება. ნაშრომში გამოყენებულია თვისებრივი კვლევის მეთოდოლოგია, კერძოდ - მრავლობითი ქეისების შესწავლის (Multiple Case Study) მეთოდი (Yin, 2018). კვლევის ობიექტებად შერჩეულია სამი განსხვავებული სპეციფიკის მქონე სუბიექტი: ციფრული გიგანტი (Netflix), ტრადიციული გლობალური ინდუსტრია (Toyota) და განვითარებადი ბაზრის ლიდერი (ქართული რითეილ სექტორი). მონაცემთა ტრიანგულაციისთვის გამოყენებულია IIA-ის საერთაშორისო სტანდარტები და ემპირიული მონაცემები. შედარებითი ანალიზი განხორციელდა ავტორების მიერ შერჩეული სამფაზიანი მოდელის (რეაგირება, ადაპტაცია, მედეგობა) საფუძველზე. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მედეგობის უზრუნველყოფის ოპტიმალური ფორმულა გულისხმობს დასავლური სისტემური სიმწიფისა და ქართული ბიზნესის ოპერაციული სისხარტის (Agility) სინერგიას. ნაშრომს აქვს როგორც თეორიული (აგენტობისა და RBV თეორიების განვითარება), ისე პრაქტიკული ღირებულება კრიზისების მართვის პროცესში მყოფი კომპანიებისთვის.

ავტორის ბიოგრაფიები

ნაზი ბარათაშვილი , ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკის დოქტორი

ია მესხიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესისა და მართვის დოქტორი

წყაროები

ბერეკაშვილი, ლ. (2020). სტრატეგიული მენეჯმენტი და ორგანიზაციული მდგრადობა ტურბულენტურ გარემოში. თბილისი.

ერქომაიშვილი, გ., & ხარაიშვილი, ე. (2022). ბიზნესის ადაპტაციისა და მედეგობის სტრატეგიები პოსტკრიზისულ პერიოდში (ქართული რითეილ სექტორის მაგალითზე). ეკონომიკა და ბიზნესი, თსუ, ტომი XIV, N2.

შიდა აუდიტორთა საერთაშორისო ინსტიტუტი (The IIA). შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები.

The Institute of Internal Auditors (IIA). (2020). The IIA's Three Lines Model: An update of the Three Lines of Defense. Altamonte Springs, FL: IIA.

Teece, D. J., Pisano, G., & Shuen, A. (1997). Dynamic capabilities and strategic management. Strategic Management Journal, 18(7), 509-533.

Yin, R. K. (2018). Case Study Research and Applications: Design and Methods (6th ed.). SAGE Publications.

Denyer, D. (2017). Organizational Resilience: A summary of academic evidence, business insights and a new framework. Cranfield School of Management.

ISO 22316:2017. Security and resilience — Organizational resilience — Principles and attributes.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

29.06.2026

როგორ უნდა ციტირება

ბარათაშვილი N. . ., & მესხიძე I. . (2026). რისკების მენეჯმენტი კრიზისულ პერიოდში აუდიტის როლი კომპანიის მედეგობის შენარჩუნებაში. ბიზნესი და კანონმდებლობა, 19(1), 96–102. Retrieved from https://www.ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/1181