მიგრაციისა და ხელფასების ურთიერთკავშირი საქართველოში 2010-2025 წლებში: ეკონომეტრიკული ანალიზი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაცია, რეალური ხელფასი, შრომის ბაზარი, საქართველო, ეკონომეტრიკული მოდელირებაანოტაცია
ნაშრომი იკვლევს მიგრაციასა და ხელფასებს შორის არსებულ ურთიერთკავშირს საქართველოში 2010–2025 წლების კვარტლური მონაცემების საფუძველზე. ცვლადებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის კომპლექსურობის გათვალისწინებით, ანალიზი ეტაპობრივად ვითარდება - სტატიკური მოდელიდან დინამიკურ მოდელებამდე: გამოყენებულია ჩვეულებრივი უმცირეს კვადრატთა მეთოდი (OLS), განაწილებულლაგიანი ავტორეგრესიული მოდელი (ARDL) ცდომილებათა კორექციის მექანიზმით (ECM) და ვექტორული ავტორეგრესიის (VAR/VECM) მოდელი. შედეგებმა აჩვენა, რომ მიგრაცია ხელფასებზე დადებით და სტატისტიკურად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. იმპულსზე გამოხმაურების ფუნქციისა და ვარიაციის დეკომპოზიციის ანალიზმა დაადასტურა ცვლადებს შორის ორმხრივი კავშირი - ხელფასები გრძელვადიან პერიოდში მიგრაციული ნაკადების მნიშვნელოვან განმსაზღვრელ ფაქტორად გვევლინება. ყველა გამოყენებული მოდელის ერთნაირი დასკვნა ადასტურებს მიღებული შედეგების სანდოობასა და მდგრადობას.
წყაროები
გამოყენებული ლიტერატურა
ანანიაშვილი, ი. (2012). ეკონომეტრიკა. თბილისი: მერიდიანი;
ანანიაშვილი, ი. (2018). დროითი მწკრივების ანალიზი. თბილისი: თსუ;
ზუბიაშვილი, თ. (2021). მოსახლეობა და მსოფლიო განვითარება(რიდერი). თბილისი: თსუ;
ტუხაშვილი, მ., & ჭელიძე, ნ. (2021). შრომითი მიგრაცია. თბილისი: თსუ;
ტუხაშვილი, მ., ცარციძე, მ., & შელია, მ. (2026). შრომის ეკონომიკა. თბილისი: თსუ;
Borjas, G.J. (2003). The Labor Demand Curve is Downward Sloping: Reexaming the Impact of Immigration on the labor market. The Quarterly Journal of Economics, 118(4), 1335-1374;
Card, D. (1990). The Impact of the Mariel Boatlift on the Miami Labor market. Industrial and Labor Relations Review, 43(2), 245-257;
Docquier, F., & Rapoport, H. (2012). Globalization, Brain Drain, and Development. Journal of Economic Literature, 50(3), 681-730;
Elsner, B. (2013). Emigration and Wages: The EU enlargement experiment. Journal of International Economics, 91(1), 154-163;
Mishra, P. (2007). Emigration and Wages in Source Countries: Evidence from Mexico. Journal of Development Economics, 82(1), 180-199.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2026 ბიზნესი და კანონმდებლობა

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .











