ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულაცია საქართველოში და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნები

ავტორები

  • ლავრენტი ჭუმბურიძე

ანოტაცია

ფინანსური აღრიცხვის, ანგარიშგების, აუდიტისა და კორპორაციული მართვის საკითხებს შორის მჭიდრო კავშირია. ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეგულირება განიხილება არა განყენებულად, არამედ კომპანიების ფუნქციონირების გარემოსა და ანგარიშგების პროცესის ჭრილში, რადგან კარგად ინფორმირებული ბაზარი ბიზნესსაქმიანობის საუკეთესო რეგულატორია. ამიტომაა, ბიზნესის გლობალიზაციის პირობებში, თანამედროვე ეტაპზე, მსოფლიოში ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის ხელშემწყობ ფაქტორებს შორის მნიშვნელოვანია კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების ფაქტორი. ამ პროცესების მართვა კი შეუძლებელია ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეგულირების საერთო წესებისა და ჰარმონიზაციის გარეშე.

ავტორის ბიოგრაფია

ლავრენტი ჭუმბურიძე

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი, ჟურნალ "ბუღალტრული აღრიცხვის" მთავარი რედაქტორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

31.03.2015

როგორ უნდა ციტირება

ჭუმბურიძე ლ. (2015). ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულაცია საქართველოში და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნები. ბიზნესი და კანონმდებლობა, 8(1), 19–23. Retrieved from https://www.ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/150

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები