გლობალიზაცია და სტატისტიკის აქტუალური პრობლემები 21-ე საუკუნეში
(სამეცნიერო-საინოვაციო გლობალიზაციის ძირითადი საპროგნოზო მიმართულებები)
ანოტაცია
განხილულია მსოფლიო ეკონომიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გლობალური ცვლილებებიდან წარმოშობილი გლობალური პროცესების საერთაშორისო რეგულირებისა და მართვის აუცილებლობა, გლობალიზაციის გამომწვევი ძირითადი და ურთიერთდაკავშირებული ფაქტორები, გლობალიზაციასთან მიმართებაში ეკონომიკურ-სტატისტიკური ანალიზის ჩატარების თვალსაზრისით სტატისტიკური მეთოდოლოგიის (საინდექსო, სარკისებური სტატისტიკის მეთოდის, ვარიაციის და ა.შ.) სრულყოფა-გამოყენების გზები. ნაჩვენებია სარკისებური სტატისტიკის მეთოდოლოგიის გამოყენების აუცილებლობა, როგორც გლობალიზაციული პროცესების სწორად მართვისათვის, ასევე ჩრდილოვანი ეკონომიკის აღმოფხვრის თვალსაზრისით, რისი მიიღწევაც შესაძლებელია ქვეყნებს შორის ერთიანი ელექტრონული ქსელის, პროგრამული უზრუნველყოფის განხორციელებითა და, შესაბამისად, პარტნიორი ქვეყნების ექსპორტ-იმპორტის მონაცემთა შედარებით.











