ანგარიშგება ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ
ანოტაცია
ფულადი სახსრები შედგება ნაღდი ფულისაგან და ბანკებში ანგარიშებზე არსებული ფულადი საშუალებებისაგან. მათ უთანაბრდებათ ფულადი ექვივალენტები - მოკლევადიანი, მაღალლიკვიდური ინვესტიციები, რომლებიც თავისუფლად გარდაიქმნებიან ნაღდ ფულად და რომელთა ღირებულების შეცვლის რისკი უმნიშვნელოა.
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით, ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი სავალდებულო ელემენტია ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტისა. ამ დოკუმენტის ძირითადი მიზანია წარმოაჩინოს საანგარიშგებო პერიოდში ფულადი სახსრების მიღება და გაცემა. ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისში ასახული ინფორმაცია აუცილებელია როგორც მენეჯერების, ისე გარე მომხმარებლებისთვის _ ინვესტორებისა და კრედიტორებისთვის.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
31.05.2013
როგორ უნდა ციტირება
ბებიაშვილი ნ. (2013). ანგარიშგება ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ. ბიზნესი და კანონმდებლობა, 6(2), 82–83. Retrieved from https://www.ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/292
გამოცემა
სექცია
Articles











