ორგანიზაციული კულტურა და პერსონალის მოტივაცია
საკვანძო სიტყვები:
ორგანიზაციული კულტურა, შიდა მოტივაცია, გარე დადებით მოტივაცია, გარე უარყოფითი მოტივაციაანოტაცია
ნაშრომის ძირითად მიზანს სამშენებლო ორგანიზაციებში ორგანიზაციული კულტურის, ჯგუფის ფსიქოლოგიური მიკრო კლიმატისა და თანამშრომელთა მოტივაციის (შიდა მოტივაცია, გარე დადებითი მოტივაცია, გარე უარყოფითი მოტივაცია) ცვლადებს შორის ურთიერთკავშირის დადგენა იყო.
კვლევა ჩატარდა ქ. თბილისში მოქმედი სამშენებლო ორგანიზაციებში, სულ გამოკითხულ იქნა 122 თანამშრომელი. კვლევის მეთოდებათ გამოყენებულ იქნა ორგანიზაციული კულტურის დიაგნოსტიკის კითხვარი, პროფესიული მოტივაციის შესწავლის მეთოდიკის და ჯგუფის ფსიქოლოგიური მიკროკლიმატის შეფასების სკალა. შერჩევა მოხდა შემთხვევითი წესით, ცდის პირთა ასაკი 18 -დან 65 წლამდე ვარირებდა.
მიღებული მონაცემების საფუძველზე გაკეთდა კვლევის ემპირიული ანალიზი, რომლის მიხედვით დადგინდა ქართულ სამშენებლო ორგანიზაციებში დომინანტური ორგანიზაციული კულტურის ფორმები რეალობისა და სასურველობის მიხედვით.
გამოიკვეთა ჯგუფში ფსიქოლოგიური მიკროკლიმატის ძირითადი ფსიქოლოგიური მახასიათებლები. ასევე გამოვლინდა შიდა მოტივაციის, გარე დადებითი მოტივაციის და გარე უარყოფითი მოტივაციის მოქმედების თავისებურებები.
კორელაციური ანალიზის საფუძველზე კი დადგინდა აღნიშნულ ცვლადებს შორის სტატისტიკური მნიშვნელობის კავშირები.
წყაროები
ბალიაშვილი მ., სოციალური ფსიქოლოგია, თბილისი, 2016;
რობინსი ს., ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები. თბილისი 2009;
ჩარკვიანი დ., ფსიქოლოგია ინდუსტრიულ მეცნიერებებში. თბილისი 2001;
Cameron, K. S. Diagnosing and changing organizational culture: based on the competing values framework / K. S. Cameron, R.E. Quinn. – San Francisco: Jossey-Bass, 2005, 242 p;
Meyer J.P., Allen N.J. Testing the "side-bet theory" of organizational commitment: Somemethodological considerations //Journ. of Applied Psychology. 1984. V. 69. N 2. P. 372 – 378;
Fields D.L. Taking the measure of work: A guide to validated scales for organisational research anddiagnosis. Thousand Oaks, California: Sage Publications, 2002;
Камерон К. Диагностика и изменение организационной культуры / К. Камерон, Р. Куин; пер. с англ.; под ред. И. В. Андреевой. - СПб.: Питер, 2001. - 320 с.











