მენეჯმენტის შეფასებისადმი მიდგომები და მისი გამოყენების მექანიზმები საქართველოს საჯარო ორგანიზაციებში
საკვანძო სიტყვები:
ბიზნესის უკმარისობა, ეფექტურობა, სტრატეგიული მენეჯმენტი, რისკ-ფაქტორები, დღის წესრიგი, სამეწარმეო სწავლა, წარუმატებლობის ხარჯებიანოტაცია
წარმოდგენილი თემა ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა მენეჯმენტის როლი ეკონომიკის განვითარებაში, მენეჯმენტის ეფექტურობის ფაქტორების განსაზღვრა, მისი შეფასების მიდგომები; საქართველოს რამდენიმე საჯარო ორგანიზაციის ანალიზზე დაყრდნობით გაკეთებულია შესაბამისი დასკვნები, რაც პრაქტიკაში ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. საკითხი საკმაოდ აქტუალურია და მას გააჩნია პრაქტიკული მნიშვნელობა. მენეჯმენტის კომპოზიციური ეკონომიკური კატეგორია მოიცავს ზოგად განმარტებას, მის მახასიათებლებს. განმარტავს მართვის არსს, მნიშვნელობას და მიზნებს საბაზრო ეკონომიკაში. მენეჯმენტის საფუძვლების განვითარების ისტორიული პროცესი - ეს არის მისი მართვის განვითარების ისტორიული პროცესი ადრეული პერიოდიდან მიმდინარე დრომდე.
ორგანიზაციის ეფექტურობის გაზრდა მენეჯმენტის საქმიანობის მთავარი ამოცანაა. მენეჯმენტის კრიტერიუმებისა და ეფექტურობის გაუმჯობესების მთავარი მიზნის მიღწევას აქვს ამ ამოცანისათვის ძირითადი მიმართულებები, როგორიცაა პერსონალი და სწორად შემუშავებული სამოქმედო გეგმა. მენეჯმენტის ეკონომიკური და სოციალური გავლენის შესასრულებლად, სწორად უნდა იყოს გამოყენებული დროის ფაქტორი. მენეჯმენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების განხილვა ხდება ძირითადი მიზნის მისაღწევად, მრავალი ვარიანტიდან მენეჯმენტის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნების ანალიზის, პროგნოზირების, ოპტიმიზაციისა და ალტერნატივების შედეგად. განხილულია ოპერატიული, ტაქტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების არსი და მნიშვნელობა მენეჯმენტის დონის გათვალისწინებით. იგი განიხილავს რაციონალური გადაწყვეტილებების არსს. ასევე, განიხილავს სისტემის მართვის მნიშვნელობის საკითხებს, რომლებიც უნდა შეფასდეს ორი კრიტერიუმით, პროდუქტიულობით და ეფექტურობით. შესაძლებელია ეფექტური მენეჯმენტის მიღწევა სიტუაციური მართვის პროცესების გათვალისწინებით. სტრატეგიული მენეჯმენტის როლი კონკურენტულ უპირატესობაში განიხილავს სტრატეგიული მენეჯმენტის არსს, მის როლსა და მნიშვნელობას კონკურენტული უპირატესობის უზრუნველსაყოფად. ზოგადად სტრატეგიული მენეჯმენტის მნიშვნელობა განიხილება კონკურენტული უპირატესობის მისაღწევად, ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით.
სამუშაოს დასასრულს რეკომენდაციები ეყრდნობა დასკვნებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს მენეჯმენტის სწორი შესრულება და მისი დონის გაძლიერება.
წყაროები
. Astan, Nuray. 2016. "Failure experiences of entrepreneurs: Causes and learning outcomes." Procedia-Social and Behavioral Sciences 435-442.
. Deniz Ucbasaran; Dean A. Shepherd; Andy Lockett; John Lyon. 2013. "Life after Business Failure: The Process and Consequences of Business Failure for Entrepreneurs." Journal of Management 163-2002.
. Giorgi Shubladze; Babulia Mgebrishvili; Fikria Tsotskolauri. 2008. Fundamentals of Management. Tbilisi: Universal.
. Rojas, Katrina. 2015. "Evaluating the Performance of an Organisation." better evaluation.
. Smita Singh; Patricia Doyle Corner; Kathryn Pavlovich. 2007. "Coping with entrepreneurial failure." Journal of Management & Organization 331-344.