რატომ ცხოვრობს ქართველი ღარიბულად
ანოტაცია
ცნება „ღარიბის“ ზუსტი განმარტება ეკონომიკურ ლიტრატურაში არ გვხვდება. ზოგიერთის აზრით ღარიბია ის, რომელიც არასრულფასოვნად იკვებება, არააქვს ნორმალური ცხოვრების პირობები. თუმცა, გაუგებარია რას გულისხმობს არასრულფასოვანი კვება და რა იგულისხმება ცხოვრების ნორმალურ პირობებში, რა არის მისი კრიტერიუმი და სტატისტიკური მაჩვენებლები. ამ მდგომარეობას განაპირობებს ის, რომ სიღარიბეს ჩვენ ხშირად წარმოვიდგენთ, როგორც ობიექტურად წარმოქმნილ მოვლენას მსოფლიო მასშტაბით, როცა იგი უამრავ გლობალურ მოვლენასა და შიდა სახელმწიფოებრივ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, სუბიექტური შეფასებების პროდუქტია. ამიტომ არის, რომ ქვეყნების შედარება სიღარიბის მიხედვით ძნელია თუნდაც ეროვნული ხასიათებიდან და ჩვევებიდან გამომდინარე. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ღარიბია ადამიანი, რომლის დღიური ხარჯი $2 ნაკლებია. ზოგ ქვეყანაში, მაგალითად, ნორვეგიაში, ღარიბი არარსებობს, აშშ-ში ღარიბად ითვლება ოთხსულიანი ოჯახი, რომლის წლიური შემოსავალი $24 ათას ნაკლებია იმ ანგარიშიდან გამომდინარე, რომ მშობლები მუშაობენ და თითოეული მათგანი თვეში $1000-ს ღებულობს. ევროკავშირის ქვეყნებში სიღარიბის ზღვრად მიჩბეულია საშუალო შემოსავლის 60%. გერმანიაში ღარიბია მოქალაქე, რომლის თვიური შემოსავალი 900 ევროზე-ზე ნაკლებია. ლუქსემბურგის მაცხოვრებელი ღარიბთა რიცხვს მიეკუთვნება თუ მისი თვიური შემოსავალი 1500 ევროს არ აღემატენა, დანიისა-1200, შვეციისა-1000-ს (Уровень бедности в США. economicportal.ru/poliatiya-alt/)











