მსოფლიოში წმინდა სახის უძრავი ქონების კრიზისია

ავტორები

  • დავით ეგიაშვილი

ანოტაცია

უძრავი ქონებისა და ფინანსური კრიზისი: მიზეზე­ბი, ეფექტი და გავლენა განვითარებაზე~ ­ ამ თემისადმი მიძღვნილ სემინარს უმასპინძლა 2008 წლის 16 დეკემ­ბერს ნიუ­იორკში გაეროს შტაბ­ბინამ. შეხვედრა გაე­როს ევროპის ეკონომიკური კომისიის უძრავი ქონე­ბის ბაზრის განვითარების ჯგუფის (UN EჩE ღEM) ორგანიზებითა და უძრავი ქონების საერთაშო­ რისო ასოციაციის (FIABჩI) მხარდაჭერით ჩატარდა. საგულისხმოა, რომ გაერომ გლობალურ კრიზისთან დაკავშირებულ საკითხებზე ასეთი მაღალი დონის დისკუსია პირველად გამართა. შეხვედრა, რომელიც ინტერნეტის საშუალებით პირდაპირ ეთერშიც გადაიცემოდა, გაეროს გე­ ნერალური მდივნის მოადგილემ, აშა­როზე მიგირომ გახსნა. სემინარის მონაწილეებმა გლობა­ ლური კრიზისის გამომწვევი მიზეზები განიხილეს და დასასახ ღონისძიებებზე იმსჯელეს. წარმოდ­ გენილი იყო აშშ­ის, როგორც კრიზისის სამშობლოს, ასევე ევროპის პოზიციები. გაეროს ევრო­ პის ეკონომიკური კომისიის უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ჯგუფის სახელით შეხვედრაში მონაწილეობდა `პროფესიონალ კონსულტანტთა ჯგუფის~ დირექტორი ბატონი დავით ეგიაშვილი, რომელმაც სემინარის მონაწილეებს აღმოსავლეთ ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს პოზიცი­ ები გააცნო. შეხვედრის შესახებ ბატონი დავითი ჟურნალის მკითხველებს თავად უფრო დაწვრილე­ ბით მოუთხრობს და ეკონომიკური კრიზისის გამომწვევ რეალურ მიზეზებზე საუბრობს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

31.01.2009

როგორ უნდა ციტირება

ეგიაშვილი დ. (2009). მსოფლიოში წმინდა სახის უძრავი ქონების კრიზისია. ბიზნესი და კანონმდებლობა, 2(1), 71–74. Retrieved from https://www.ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/552