ეფექტიანობის კრიტერიუმი წარმატებული ბიზნესის საპირწონე

ავტორები

  • აზიკო სისვაძე

ანოტაცია

ეფექტიანობის თეორიის ერთ­-ერთი ცენტრალური პრობლე­მა წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის ისეთი კრიტერიული მაჩვენებლის დამუშავებაა, რომელიც წარმოების დაჯამებულ შე­დეგიანობას ასახავს. ასეთი მაჩვენებლის არსებობის აუცილებ­ლობა იმითაა გამოწვეული, რომ ეფექტიანობის კერძო მაჩვენე­ბელთა სისტემა არ იძლევა წარმოების ეფექტიანობის სრულად ასახვის საშუალებას.
სამეურნეო პრაქტიკაში არც თუ ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც ეფექტიანობის მაჩვენებელთა ერთი ჯგუფი უმჯობესდე­ბა, ხოლო მეორე ჯგუფი უარესდება. უფრო მეტიც, ეკონომიკის პროგრესული განვითარების პირობებშიც კი ეფექტიანობის ზო­გიერთი მაჩვენებლის, მაგალითად, კაპიტალუკუგების შემცირება კანონზომიერი მოვლენაა. ამ შემთხვევაში პასუხს კითხვაზე, თუ როგორია მთლიანად ეროვნული წარმოებისა თუ ფირმის ეკო­ნომიკური ეფექტიანობის მოძრაობის ძირითადი ტენდენცია, მხოლოდ ეკონომიკური ეფექტიანობის კრიტერიუმი იძლევა.

ავტორის ბიოგრაფია

აზიკო სისვაძე

ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, სრული პროფესორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

31.07.2008

როგორ უნდა ციტირება

სისვაძე A. . (2008). ეფექტიანობის კრიტერიუმი წარმატებული ბიზნესის საპირწონე. ბიზნესი და კანონმდებლობა, 1(5), 101–103. Retrieved from https://www.ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/633