C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის პროგრამის ფარგლებში გაწეული დაფინანსების სტატისტიკური მაჩვენებლების დინამიკა და ანალიზი
საკვანძო სიტყვები:
ანგარიშგება, ბიუჯეტი, სპეციალიზირებული ანგარიშგება, ბენეფიციარიანოტაცია
ჩვენი პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 3% C ჰეპატიტის ვირუსით არის ინფიცირებული. მთელი მსოფლიოს მასშტაბით 180 მილიონი ინფიცირებული და ყოველწლიურად 350 ათასი დაავადებული – ასეთი გახლავთ C ჰეპატიტის გავრცელების შედეგები. შესაბამისად, არაა გასაკვირი, რომ დაავადება სამართლიანად ითვლება გლობალური ჯანმრთელობის უმწვავეს პრობლემად. მცდარია შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის ორგანიზმი საერთოდ ვერ ახერხებს ვირუსთან გამკლავებას. C ჰეპატიტის ვირუსით (HCV) ინფიცირებული ორგანიზმი დაახლოებით ათიდან ორ შემთხვევაში მთლიანად თავისუფლდება ვირუსისგან, დაავადება ქრონიკულ ფორმას რვა შემთხვევაში იღებს. ვირუსი აღწევს ღვიძლის უჯრედებში, სადაც მრავლდება და ღვიძლის ქსოვილის ანთებით დაავადებას იწვევს. C ჰეპატიტის გამომწვევი მნიშვნელოვანი თავისებურებაა უნარი, ხელიდან დაუსხლტეს იმუნურ ზედამხედველობას. თუმცა 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ C ჰეპატიტი ერთადერთი ინფექციური დაავადებაა, რომელიც სრულად ექვემდებარება მკურნალობას და განკურნებადია.
სტატიაში საუბარია ჯანდაცვის სისტემაში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვების ფორმებსა და მეთოდებზე, განხილულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში 2016-2019 წლებში გაწეული C ჰეპატიტის მქონე ბენეფიციართა დიაგნოსტიკისა და მონიტორინგის სტატისტიკური მაჩვენებლები.
წყაროები
2016 – 2019 წლების ქალაქ თბილისის ბიუჯეტი;
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2015 -2018 წლების სტატისტიკური კრებულები;
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვებ. გვერდზე http://tbilisi.gov.ge/ განთავსებული ინფორმაცია;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ. გვერდზე https://www.moh.gov.ge/ განთავსებული ინფორმაცია.











