კლიმატის ცვლილებები და ეკოსისტემები: საფრთხეები, შესაძლებლობები და გადაჭრის გზები

ავტორები

  • გიორგი ხუბუა

საკვანძო სიტყვები:

ბიოსფერო, ინფრასტრუქტურა, სამომხმარებლო-ორგანული ნარჩენები და მათი მართვა, კონკურენტუნარიანი პროდუქცია, ანთროპოგენული

ანოტაცია

ბიოსფეროს ჯანმრთელობასა და ფუნქციონირებასთან მჭიდროდაა დაკავშირებული კლიმატის ანთროპოგენული ცვლილება, რაც, შესაბამისად, გავლენას ახდენს ეკოსისტემებზე. დღის წესრიგში დგება კლიმატის ეკოლოგიური დინამიკის გააზრების აუცილებლობის საკითხი, რაშიც, უპირველესად, იგულისხმება მენეჯმენტის ჩარევების იდენტიფიცირება. სახეზეა რეგიონალური ან პლანეტარული ნეგატიური შედეგების გამოწვევის საშიშროება. ბუნებრივი ეკოსისტემების ცვლილებები საფრთხეს უქმნიან ბიომრავალფეროვნებას, ამას კი გავლენა აქვს გლობალური საკვების წარმოებაზე. ეკოლოგიურ თემებში მდგრადობა ითხოვს გრძელვადიანი პერსპექტივების, ცვლილებებზე ფლორისა და ფაუნის რეაგირების შესწავლას.

ეკოლოგიის პრობლემები ერთ-ერთ ყველაზე უგულვებელყოფილ  საკითხად მიიჩნევა საქართველოში, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. სამწუხაროა ის გარემოებაც, რომ გასაგები მიზეზების გამო, დღეისთვის ვერ ხორციელდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე (აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი) ეკოლოგიური კვლევები.

მხედველობაშია მისაღები ეკონომიკური განვითარების პროცესის თანმდევი მრავალი სახესხვაობის ნარჩენების ზრდა და მისი მართვის აქტუალობა. ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება და კონკურენტუნარიანი პროდუქტების წარმოება-მიწოდება არ უნდა ხდებოდეს გარემოს დაბინძურების ხარჯზე. ეკონომიკური მიზანშეწონილობის გარდა გარემოზე ზემოქმედების საკითხს აქვს მეორე უმნიშვნელოვანესი მხარე-ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვის პასუხისმგებლობა.

ეკოსისტემები ისე სწრაფად იცვლებიან გლობალური ცვლილებების საპასუხოდ, რომ ჩატარებული კვლევებისა და მოდელირების ჩარჩოებს ემპირიული ცვლილებები ჯაბნიან. ეს პრობლემატიკა, შესაბამისად, მუდმივ ჩარევას,ა დაპტირებული ეკოსისტემის კვლევის სტრატეგიის შემუშავებასა და ეკოსისტემის ადაპტაციური მენეჯმენტის ჩამოყალიბებას საჭიროებენ.

საქართველოს მოსახლეობამ მიზნად უნდა დაისახოს ცხოვრებისათვის ჯანმრთელი და სასიამოვნო ეკოლოგიური გარემოს შექმნა, გარეშე მოთხოვნებთან მიმართებაში, ისევ და ისეც, საკუთარი ინტერესების დაცვის პრიორიტეტულობის მაღალი თვითშეგნებით.

ავტორის ბიოგრაფია

გიორგი ხუბუა

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირებისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ბაკალავრი

წყაროები

კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი კოლეგია: IPCC.CH;

Global warming and the political ecology of health: emerging crises and systemic solutions, ჰანს ბაერი, მერილ ზინგერი;

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი: EIEC.gov.ge;

Forbes.ge;

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: MEPA.GOV.GE;

დვალიშვილი ლ., გარემოს დაცვის ეკოლოგიური პრობლემები. ინსტიტუტის 75 და ჟურნალ „ეკონომისტის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული, „მწვანე ეკონომიკის“ ფორმირების თანამედროვე პრობლემები, თბილისი, 2019;

ალფენიძე მ.,ლომთათიძე ზ., -,,შავი ზღვა: აბიოტური და ბიოტური პროცესების დინამიკა“, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია;.

გერსამია ნ., გერსამია დ. - ,,აფხაზეთის ტყეები“.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

22.07.2021

როგორ უნდა ციტირება

ხუბუა G. . (2021). კლიმატის ცვლილებები და ეკოსისტემები: საფრთხეები, შესაძლებლობები და გადაჭრის გზები. ბიზნესი და კანონმდებლობა, 14(1), 58–61. Retrieved from https://www.ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/722