გაბრიელ ქიქოძისა და დიმიტრი უზნაძის ზოგადპედაგოგიური კონცეფცია
DOI:
https://doi.org/10.52340/bal/2024.01.09საკვანძო სიტყვები:
პედაგოგიკა, აღსაზრდელი, ქცევა, განვითარება, ოჯახი, ზნეობა, კანონზომიერება, ინდივიდუალიზმი, სწავლა, მოთხოვნილებაანოტაცია
ყოველ ერს პიროვნული ღირებულებებისა და ქცევითი მოდელების მაფორმირებელი მისეული ყალიბი გააჩნია. შესაბამისად, რამდენადმე სპციფიკურია მათი საგანმანათლებლო პროცესის, როგორც წყობითი ენერგეტიკული ველი, ისე ფსიქოლოგიური კონტექსტი. თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცისთვის ნიშანდობლივი უსასრულო-უსამანო რეფორმების ეფექტიანობა აუცილებლად საჭიროებს საკუთარ მსოფლმხედველობრივ წიაღში ჩაღრმავებას. პედაგოგიური აზროვნების ქართული ტრადიციის მნიშვნელოვან არეს წარმოადგენს ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძისა და დიმიტრი უზნაძის ზოგადპედაგოგიური კონცეფცია, რომელთა საყრდენია, როგორც მეცნიერული (ემპირიული, ცდისეული მოცემულობა), ისე მეტაფიზიკური (შემეცნებისთვის მიუწვდომელი, ინტუიტურით მოსაპოვებელი მოცემულობა) მეთოდოლოგია.
ცხადია, სხვადასხვა ეპოქაში განვითარებისა და აღზრდის რაციონალური და ეთიკური პრინციპები სხვადასხვა ინტენსივობითა და მიმართულებით განიცდის ცვალებადობას, მაგრამ მათი ძირითადი საფუძველი და არსობრივი ნიშანსვეტი - ადამიანის ფიზიკურ-მშვინვიერ- სულიერი არსების სვლა ქვემოდან ზემოთ - უცვლელია. ამ უკანასკნელთან მიმართებაში, ეპისკოპოს გ. ქიქოძისა და დ. უზნაძის პოზიცია გულისხმობს ადამიანის უნიკალურობის აღიარებას და აღმზრდელობით საქმიანობაში ჯეროვანი შედეგის (ყოველი კონკრეტული აღსაზრდელის შემთხვევაში მხოლოდ მისი შესატყვისი იდეალის ჩამოყალიბება) მისაღწევად ინდივიდუალური მიდგომის საუკეთესოდ მიჩნევას. მათი პედაგოგიური ნააზრევი საგანმანათლებლო პროცესის იმგვარად მოწყობის მცდელობაა, რომ ბავშვის უნიკალური სულიერი სამყარო და საზოგადოებრივი ღირებულებები გარკვეულ ურთიერთშესაბამისობაში მოვიდეს და სამომავლო ცხოვრებისთვის მომზადებას მსხვერპლად კი არ შეეწიროს მოზარდის „ამწუთიერი“ სურვილები და მისწრაფებები, არამედ მეტ-ნაკლები ჰარმონიულობით, ინდივიდუალური და ასაკობრივი მახასიათებლების ფონზე წარიმართოს.
წყაროები
გოგებაშვილი, ი. 1990: რჩეული თხზულებანი, ტ. – 2, თბილისი, გამომცემლობა „განათლება“;
ბოკუჩავა, ნ. 2017: დიმიტრი უზნაძის ზოგადპედაგოგიური კონცეფცია, თბილისი, გამომცემლობა „ივერიონი“;
ბოკუჩავა, ნ. 2021: დიმიტრი უზნაძე რელიგიური აღზრდის შესახებ, განათლება №4, 135-139 გვ.;
ნიკოლეიშვილი, ა. 1990: გაბრიელ ეპისკოპოსი, „მერანი“, თბილისი;
უზნაძე, დ. 1910: აღზრდის მიზნები, გაზეთი დროება, №2, №5, №6, №8;
უზნაძე დ. 1912: ექსპერიმენტული პედაგოგიკის შესავალი, ქუთაისი, სტამბა „ძმობა“;
უზნაძე დ., „აღზრდის ძირითადი ტრაგედია და ექსპერიმენტული პედაგოგიკა“, ჟურნალი „განათლება“, N6, 1912, 428-438 გვ;
უზნაძე, დ. 1933: პედოლოგია, სახელგამის 1-ლი სტამბა;
უზნაძე დ. 2005: პედაგოგიური თხზულებანი, თბილისი, გამომცემლობა „კოლორი“;
ტაბიძე, ო., ბუაჩიძე, თ., გოგიბერიშვილი, ვ. 1993: შვილი, სისხლი და ხორცი ქართველი ერისა (შესავალი წერილი გაბრიელ ქიქოძის წიგნისთვის ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები), თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის გამოცემა, 6 გვ;
ქიქოძე, გ., 1989: ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელისა, ტომი I, თბილისი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“;
ქიქოძე, გ., 1989: ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელისა, ტომი II, თბილისი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“.
ქიქოძე, გ., 1993: ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები, თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის გამოცემა.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2024 ბიზნესი და კანონმდებლობა

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .











