სადაზღვევო ხელშეკრულების პრინციპები და მისი სახეები
ანოტაცია
დაზღვევა, როგორც ეკონომიკური და ფინანსური ინსტიტუტი, რთული სისტემაა. სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისას მნიშვნელოვანია სადაზღვევო ხელშეკრულება,რომელიც გულისხმობს ეკონომისტების, იურისტებისა და სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული სფეროს სხვა ექსპერტების მჭიდრო თანამშრომლობას.
სადაზღვევო კომპანიაში რეალურად დამზღვევის მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემიის დაგროვების შედეგად ხდება რისკშემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. სადაზღვევო ურთიეთობათა ცენტრალურ ცნებას წარმოადგენს რისკის დადგომის ალბათობა. რეალურად, მთელი სადაზღვევო სისტემა, მისი ფუნქციონირება, წარმატება და წარუმატებლობა დამოკიდებულია თუ რამდენად სწორად იქნება დათვლილი რისკის დადგომის ალბათობა და შესაბამისად სწორად იქნება დადგენილი სადაზღვევო პრემია.
პრაქტიკულად შეუძლებელია, კონკრეტული ინდივიდისთვის ან ობიექტისთვის ცალკე დადგინდეს ამა თუ იმ მოვლენის დადგომის ზუსტი ალბათობა. ალბათობის დასადგენად საჭიროა ერთნაირი ან მსგავსი რისკების მქონე, ანუ მსგავს სოციალურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ ან სხვა მახასიათებლით მსგავს გარემოში მცხოვრები ან არსებული სუბიექტებისა თუ ობიექტების განხილვა. სწორედ აქ იჩენს თავს სადაზღვევო ურთიერთობათა სტატისტიკური ბუნება. ეკონომიკურ სტატისტიკას ძალზე მნიშნელოვანი ადგილი უჭირავს სადაზღვევო სექტორის სრულფასოვანი ფუნქციონირებაში. სადაზღვევო ურთიერთობათა სტატისტიკის ელემენტებზე დამოკიდებულების ნათელი ასახვაა აქტუარული გამოთვლების წარმოება სადაზღვევო საქმიანობისას. ამ სახის გამოთვლებს პრაქტიკულად ყველა მზღვეველი იყენებს და იგი გულისხმობს სადაზღვევო შენატანისა და სადაზღვევო გადახდის გამოანგარიშების სპეციალურ მათემატიკურ მოდელებს, რომლებიც დამოკიდებულია დროისა და სივრცის მიხედვით არსებულ განსხვავებულ პირობებსა და სარისკო სიტუაციებზე. რისკის აღწერის არასრულყოფილებამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს სადაზღვევო ბაზარზე.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .











