სივრცითი დაგეგმვა და სასოფლო ტერიტორიების მდგრადი განვითარების პრობლემები საქართველოში (კონცეპტუალურ-მეთოდოლოგიური მიდგომა)
DOI:
https://doi.org/10.52340/bal/2024.02.01საკვანძო სიტყვები:
სივრცითი დაგეგმვა, გენერალური გეგმა, განაშენიანების გეგმა, ინდიკატიური დაგეგმვა, პროგრამულ-მიზნობრივ მიდგომაანოტაცია
სტატიაში განხილულია საქართველოს სასოფლო ტერიტორიების განვითარების თანამედროვე პრობლემები. ყველა ქვეყანას განვითარების ერთმანეთისაგან განსხვავებული ბუნებრივ-საწარმოო, ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განვითარების, შრომითი ტრადიციების, დარგობრივი სტრუქტურების და სხვ. თავისებურებები და ტენდენციები გააჩნია. აღნიშნული და სხვა პრობლემების თეორიულად გააზრება, მით უფრო პერსპექტივაში მათი განვითარების კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრა ურთულესი ამოცანაა. მით უფრო საქართველოში, რომლის ტერიტორია მოიცავს უნიკალურ ბუნებრივ, დემოგრაფიულ, ეკონომიკურ, სოციალურ, ისტორიულ-კულტურულ პოტენციალს, რომელიც თანამედროვე პირობებში შესაბამისი მეთოდოლოგიური მიდგომებით უნდა იქნეს შესწავლილი და შეფასებული.
ნაშრომში გაანალიზებულია გარდამავალ პერიოდში საქართველოში ეკონომიკური გარდაქმნების რთული პროცესების შედეგები, ახალი გამოწვევების მიზეზები. კერძოდ, როგორ მოიშალა სოფლის მეურნეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ორგანიზაციულ-მმართველობითი მექანიზმი, რამ გამოიწვია ეკონომიკური და სოციალური სფეროს განვითარების ერთიანი პროცესიდან ამოვარდა, მიგრაციული პროცესების გაძლიერება, სოფლად მთავარ საბაზრო სუბიექტებად წვრილი ოჯახური მეურნეობების ჩამოყალიბება, ნიადაგის დეგრადაციის გაღრმავება, კვალიფიციური კადრების დეფიციტი, სარწყავი ფართობების მკვეთრად შემცირება და სხვა.
ქვეყანაში დაფიქსირდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კლების ტენდენცია, ასევე რეგიონების მიხედვით მოსახლეობის რიცხოვნობის კლების დონის განსხვავება. მაღალია შიდა მიგრაციისა და ემიგრაციის დონე. სოფლის ტერიტორიიდან მიგრაციის ძირითადი მიზეზი ზოგადად უმუშევრობა და სიღარიბეა. ამასთანავე ქვეყნის რეგიონები (მხარეები) განსხვავდება მოსახლეობის სიმჭიდროვით, დასახლებების სიდიდით, ურბანული და სასოფლო დასახლებების ტიპებით.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება, როგორც კომპლექსური პროცესი ინტეგრირებული უნდა იყოს ტერიტორიის განვითარების ყველა მიმართულებასთან, რათა დაბალანსდეს ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური პრიორიტეტები. რაც გულისხმობს ტერიტორიაზე არსებული სუბიექტების ინტერესების შეთანხმებას. ამ შემთხვევაში უფრო მოხერხდება სტრატეგიული (სამოქმედო) გეგმების, პროგრამების, პროექტების რეალიზაცია, ეკონომიკური განვითარების პროცესების დაბალანსება და ტექნოლოგიური წყობების ურთიერთმოქმედების უზრუნველყოფა. ამით მომზადდება ტერიტორიის მდგრადი განვითარების ხელშემწყობი პირობები.
ნაშრომში დასაბუთებულია მუნიციპალიტეტის (როგორც ტერიტორიის) განვითარების ინდიკატიურ დაგეგმვაზე გადაყვანის აუცილებლობა, რომ ტერიტორიის მდგრადი განვითარების დაგეგმვისას არა მხოლოდ ორიენტირები განისაზღვრება, არამედ ამასთან ერთად – მეთოდებიც, რომ დასახული მიზანი მიღწეული იყოს. ინდიკატიური დაგეგმვის უპირატესობა ისაა, რომ დაგეგმვა იწყება „ქვევიდან“, ეფუძნება კონსულტაციების, შეთანხმებების პრინციპს და ითვალისწინებს საზოგადოების სხვადასხვა ფენის (საკუთრების ფორმის მიუხედავად) ინტერესებს, ამასთან ასრულებს საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების ფუნქციას.
სტატიაში წარმოდგენილი დასკვნები, რეკომენდაციები ხელს შეუწყობს სასოფლო ტერიტორიების მდგრადი განვითარების თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძვლების მომზადებასა და შემდგომ სრულყოფას.
წყაროები
საქართველოს მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმვის სახელმძღვანელო. ტ. I ძირითადი გზამკვლევი;
საქართველოს მუნიციპალიტეტების სივრცითი დაგეგმვის სახელმძღვანელო, ტომი 1, 2, 3. თბილისი 2019 წელი;
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი;
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დებულება;
საქართველოს რეგიონების განვითარების პროგრამა 2018-2021 წლები;
ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგია 2018-2022. თბილისი, 5 ივნისი, 2018 წელი;
საქართველოს ორგანული კანონი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი;
ო.ქეშელაშვილი. საქართველოს სოფლის მეურნეობის საწარმოო სპეციალიზაციის განახლებული ზონალური სქემა. თბილისი, 2009 წელი;
Развитие сельских територий. Иновации, диверсификация. Калуга, ЗАО «Типография флагман», 2011 г.;
Развитие сельских территорий: зарубежный опыт;
Зарубежный опыт развития социальной инфраструктуры села. Журнал “Russian Journal of Management”. Том II, N4, 2023 г.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2024 ბიზნესი და კანონმდებლობა

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .











