ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების თეორიულ-მეთოდოლოგიური წანამძღვრები
ანოტაცია
საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის უზრუნველყოფის მთავარ ინსტრუმენტად მიჩნეულია სახელმწიფოთა შორის ბილატერალური (ორმხრივი) ხელშეკრულებები. ამავდროულად, მათი დანიშნულებაა ხელი შეუწყოს სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ინვესტიციების მოზიდვას და, შესაბამისად, ქვეყნის ბიუჯეტში მეტი ფულადი რესურსების მობილიზებას. თუმცა, ფაქტობრივად, ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული ხელშეკრულებები, უარყოფით გავლენას ახდენენ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაზე. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში საქართველო აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში. 2008 წლიდან ინტენსიურ ფაზაში გადავიდა ბილატერალური შეთანხმებების გაფორმება იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .











