პოლიტიკური ცნობიერების კრახი

თავსმოხვეული ფაქტი, თუ რეალური მდგომარეობა?

Authors

  • ალექსანდრე კუკანია

Abstract

კაცობრიობის გონებრივი განვითარების ისტორიის ზერელე გადა­ ხედვაც კი საკმარისია, რათა დავინახოთ, რომ აღზევებას დაცემა და პირიქით მოჰყვება ხოლმე. თითქოსდა კანონზომიერების რეალიებ­ ში ჩაძირული ქმედებანი ბუნებრივ ხდომილობებს წარმოადგენს და არც კი ვფიქრობთ, რომ მისი გამომწვევი მიზეზები შესაძლოა ჩვე­ ნივე შესაძლებლობების ფარგლებში, ან მის გარეთ იმყოფებოდეს. ცხადია, ადამიანი ყოველთვის გაურბის მისთვის უცხოს, მიუღებელს, თუმცა, მისივე გაცნობიერების ფაქტიდან გამომდინარე, იგი საკუთარი ნებელობის, ანუ ცნობიერებამდე აყვანილი რეალიების მდგომარეო­ ბამდე ადის. როდესაც საუბარია ცნობიერებამდელი, თუ გაცნობიერე­ ბული აქტების ნაირგვარობაზე, კითხვა დაისმება არა მასში ადამიანის ადგილისა და როლის შესახებ (ეს ისედაც ბუნებრივია), არამედ მისივე ქმედებების ხარისხის განსაზღვრაზე, რაც ერთობ რთული საქმეა და განსაკუთრებული დამუშავების სფეროს წარმოადგენს.

Author Biography

ალექსანდრე კუკანია

ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი, პროფესორი

Downloads

Published

2009-02-28

How to Cite

კუკანია ა. (2009). პოლიტიკური ცნობიერების კრახი: თავსმოხვეული ფაქტი, თუ რეალური მდგომარეობა?. Business and Legislation, 2(2), 90–92. Retrieved from https://www.ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/534