პოლიტიკური ცნობიერების კრახი

თავსმოხვეული ფაქტი, თუ რეალური მდგომარეობა?

ავტორები

  • ალექსანდრე კუკანია

ანოტაცია

კაცობრიობის გონებრივი განვითარების ისტორიის ზერელე გადა­ ხედვაც კი საკმარისია, რათა დავინახოთ, რომ აღზევებას დაცემა და პირიქით მოჰყვება ხოლმე. თითქოსდა კანონზომიერების რეალიებ­ ში ჩაძირული ქმედებანი ბუნებრივ ხდომილობებს წარმოადგენს და არც კი ვფიქრობთ, რომ მისი გამომწვევი მიზეზები შესაძლოა ჩვე­ ნივე შესაძლებლობების ფარგლებში, ან მის გარეთ იმყოფებოდეს. ცხადია, ადამიანი ყოველთვის გაურბის მისთვის უცხოს, მიუღებელს, თუმცა, მისივე გაცნობიერების ფაქტიდან გამომდინარე, იგი საკუთარი ნებელობის, ანუ ცნობიერებამდე აყვანილი რეალიების მდგომარეო­ ბამდე ადის. როდესაც საუბარია ცნობიერებამდელი, თუ გაცნობიერე­ ბული აქტების ნაირგვარობაზე, კითხვა დაისმება არა მასში ადამიანის ადგილისა და როლის შესახებ (ეს ისედაც ბუნებრივია), არამედ მისივე ქმედებების ხარისხის განსაზღვრაზე, რაც ერთობ რთული საქმეა და განსაკუთრებული დამუშავების სფეროს წარმოადგენს.

ავტორის ბიოგრაფია

ალექსანდრე კუკანია

ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი, პროფესორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

28.02.2009

როგორ უნდა ციტირება

კუკანია ა. (2009). პოლიტიკური ცნობიერების კრახი: თავსმოხვეული ფაქტი, თუ რეალური მდგომარეობა?. ბიზნესი და კანონმდებლობა, 2(2), 90–92. Retrieved from https://www.ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/534

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები