ხელოვნური ინტელექტი: განვითარება, გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში

ავტორები

  • ნინო ქეცბაია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ნინა კოფიანიდი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/bal/2025.18.01.09

საკვანძო სიტყვები:

ხელოვნური ინტელექტი (AI), ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგია, კიბერფიზიკური სისტემები, დელიქტური პასუხისმგებლობა

ანოტაცია

ნაშრომში, „ხელოვნური ინტელექტი: განვითარება, გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში“ დეტალურადაა განხილული ხელოვნური ინტელექტის (AI) ისტორია, კლასიფიკაცია, ფუნქციური მახასიათებლები და ის შესაძლებლობები და გამოწვევები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ამ დარგის განვითარებაში. ასევე შესწავლილია AI-ის სამართლებრივი, ეთიკური და რეგულირების საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ სამართლებრივ მიდგომებსა და გამოწვევებზე.. გაანალიზებულია ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი სტატუსი, დელიქტური პასუხისმგებლობის სხვადასხვა მოდელები და მონაცემთა დაცვის პრობლემები. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ევროპარლამენტისა და ევროკომისიის რეკომენდაციებს, რომლებიც ეხება კიბერფიზიკურ სისტემებსა და ავტონომიურ, ჭკვიან რობოტებთან დაკავშირებულ სამართლებრივ სტანდარტებს. საქართველოსთან დაკავშირებით, ნაშრომში შესწავლილია ქვეყნის მიმდინარე მდგომარეობა ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში, მის მიერ მიღებული წარმატებები საჯარო სექტორში და ის გამოწვევები, რომლებიც ხელს უშლის ხელოვნური ინტელექტის განვითარებას, კერძოდ, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას. ნაშრომში წარმოდგენილია რეკომენდაციები ეროვნული AI სტრატეგიის შემუშავებისა და სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერების შესახებ, რაც მოიცავს სპეციალური სამუშაო ჯგუფების შექმნას, კვლევითი და ტექნოლოგიური ცენტრების დაფუძნებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას

  და ბოლოს, ნაშრომში ხაზგასმულია, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა საქართველო უნდა გადააქციოს ინოვაციებისა და ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად, რაც შესაძლებელი იქნება სამთავრობო, აკადემიურ და კერძო სექტორებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობითა და მიზანმიმართული ინვესტიციების მობილიზებით. აღნიშნული სტრატეგიული მიდგომა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში.

ავტორის ბიოგრაფიები

ნინო ქეცბაია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით

ნინა კოფიანიდი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დოქტორანტი

წყაროები

BTU (2021). The need to develop a national strategy for the development of artificial intelligence in Georgia. Tbilisi: University of Business and Technology. https://www.btu.edu.ge/ai-strategy-report;

European Parliament. (2017). Resolution of Civil Law Rules on Robotics (2015/2103(INL)). 16 February 2017. Available at: https://surl.li/eklchq;

Russell, S. and Norvig, P. (2021). Artificial Intelligence: A Modern Approach (4th ed.). Pearson Education;

Siciliano, B., & Khatib, O. (Eds.). (2016). Springer handbook of robotics. Cham, Switzerland: Springer. https://doi.org/10.1007/978-3-319-32552-1;

Education Management Information Center of Georgia. (2022). Use of artificial intelligence in education. Retrieved June 19, 2025, from https://www.emis.ge;

PwC. (2022). Global artificial intelligence study: Exploiting the AI revolution. Retrieved June 19, 2025, from https://surli.cc/ynnzcy;

Floridi, L., Cowls, J., Beltrametti, M., Chatila, R., Chazerand, P., Dignum, V., ... & Vayena, E. (2018). AI4People—An ethical framework for a good AI society: Opportunities, risks, principles, and recommendations. Minds and Machines, 28(4), 689–707, https://surl.lt/mrpwuz;

Ministry of Justice of Georgia. (2023). National Strategy and Regulation of Artificial Intelligence. Tbilisi.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

15.07.2025

როგორ უნდა ციტირება

ქეცბაია N. . ., & კოფიანიდი N. . (2025). ხელოვნური ინტელექტი: განვითარება, გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში. ბიზნესი და კანონმდებლობა, 18(1), 60–63. https://doi.org/10.52340/bal/2025.18.01.09

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები