გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში...

გარღვევის სტრატეგიის კონცეპტუალური წახნაგები

ავტორები

  • ნოდარ ჭითანავა

ანოტაცია

ინტერვიუს სახით წარმოდგენილ ამ ნაშრომში გადმოცემულია ცნობილი ქართველი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის,  საქართველოს მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ნოდარ ჭითანავას შეფასებები კორონა ვირუსით შექმნილ გლობალურ გამოწვევებსა და კრიზისულ მოვლენებზე, რომლის მძიმე ეკონომიკური, სოციალური თუ მსოფლმხედველობრივი შედეგები უახლოესი წარსულიდან იღებს სათავეს და ხანგრძლივ ვადიან პერსპექტივაზეც წარუშლელად უთუოდ აისახება.

ინტერვიუს უძღვება იური პაპასქუა, - სწავლული ეკონომისტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

მეცნიერები პირველნი გამოეხმაურნენ მასშტაბურობით, საუკუნის დასაწყისის ამ უდიდეს დამანგრეველ მოვლენას და მსჯელობენ განსახორციელებელ პრევენციულ, ანტიკრიზისულ და პოსტპანდემიური პერიოდის ღონისძიებებზე.

ინტერვიუს შეკვეცილი ვერსიები პერიოდულად (ოთხ ნაწილად) გამოქვეყნდა „საერთო გაზეთში“, საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო „ივერიონსა“ და საინფორმაციო სააგენტო „ეკონიუსში“.  მათ მკითხველი - სპეციალისტები, მეცნიერები,  საზოგადოების ფართო წრე, აქტიურად გამოეხმაურა.

ჟურნალი აქვეყნებს ამ ნაშრომის სრულ ვერსიას და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ცნობილი მეცნიერის უაღრესად საინტერესო, საყურადღებო მოსაზრებებსა და უნიკალურ გამოცდილებას.

ავტორის ბიოგრაფია

ნოდარ ჭითანავა

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

11.08.2020

როგორ უნდა ციტირება

ჭითანავა N. . (2020). გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში.: გარღვევის სტრატეგიის კონცეპტუალური წახნაგები. ბიზნესი და კანონმდებლობა, 13(1), 6–26. Retrieved from https://www.ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/689

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 > >>