ლიდერობის როლური დიფერენციაცია და რისკისადმი მზაობა სტუდენტურ ჯგუფებში

Авторы

  • ირმა დიხამინჯია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • თამარ ადეიშვილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/bal/2023.01.05

Ключевые слова:

ლიდერი, რისკი, რისკის გაწევის მზაობა

Аннотация

სტატიაში ავტორებები აზიარებენ მოსაზრებებს ლიდერობის, როგორც ფსიქოლოგიური ფენომენის შესახებ. ჯგუფის აღმოცენება შეუძლებელია მისი შემადგენელი ელემენტების გარეშე. ასეთ ერთეულებს წარმოადგენს ცალკეული ინდივიდები, რომელთა ურთიერთობა ბადებს არსებითად მთლიან თვისებებს თუმცა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლიდერის როლი მცირე ჯგუფების აღმოცენებასა და ფუნქციობაში, მისი დამოკიდებულება  ჯგუფის  მიზნებსა  და  ამოცანებზე,  ჯგუფის  წევრთა  შორის  თვითდამკვიდრებასა  და  პრესტიჟის  მოპოვებაზე და სხვა.

ლიდერობის განმარტებას, როგორც გარკვეული პიროვნული მახასიათებლებისა და უნარ-ჩვევების ნაკრებს ბევრი ფსიქოლოგი აკრიტიკებს თუმცა უდაოა, რომ ლიდერის ეფექტურობისათვის ერთერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია რისკისადმი მზაობა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ისეთ თვისებებთან, როგორიცაა: იმპულსურობა, აგზნებადობა, აგრესიულობა, დომინირებისკენ მიდრეკილება, თვითგანმტკიცება და სხვ.

კვლევის მიზანია ემპირიული შემოწმება: აქვს თუ არა ადგილი სტუდენტურ ჯგუფებში ლიდერობის როლურ დიფერენციაციას და განსხვავდებიან თუ არა ინსტრუმენტული (საქმიანი) და ექსპრესიული (საურთიერთობო ანუ სოციალ-ემოციური) ლიდერები ერთმანეთისაგან რისკისადმი მზაობით.

კვლევა ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში. რესპოდენტთა საერთო რაოდენობამ შეადგენდა 230 სტუდენტი. გამოყენებულ იქნა შემდეგი კვლევითი ინსტრუმენტები: ლიდერების გამოსავლენად გამოყენებულ იქნა ჯ. მორენოსსოციომეტრული მეთოდი, რომლის დანიშნულება პიროვნებათაშორისი ურთიერთ დამოკიდებულებისთავისებურებათა შესწავლაში მდგომარეობს. იგი შეისწავლის გარკვეული ჯგუფის შიგნითსხვადასხვა ინდივიდთა შორის სიმპათია-ანტიპათიის შედეგად წარმოქმნილ რთულ ფორმებს. რისკისადმი მზაობის შსწავლის მიზნით შევარჩიეთ შუბერტის მიერ შემუშავებული ერთგანზომილებიანი მეთოდიკა.

ემპირიული კვლევის საფუძველზე დადასტურდა, რომ სტუდენტურ ჯგუფებში ადგილი აქვს ლიდერობის როლურ დიფერენციაციას, ანუ ინსტრუმენტული და ექსპრესიული ლიდერის როლი სხვადასხვა პირთა მიერ რეალიზდება.

რაც შეეხება რისკის მზაობის მონაცემებს, ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე აღმოჩნდა რომ ექსპრესიულ სფეროში საშუალო მაჩვენებლების მიხედვით ლიდერობს არა ყველაზე მაღალი სტატუსის მქონე ჯგუფის წევრი, არამედ რიგითი წევრი. ხოლო ყველაზე დაბალი მონაცემები რისკის გაწევის მზაობის მიხედვითაც   აუტსაიდერს აქვს, რაც სავარაუდოდ იმით არის გამოწვეული, რომ ისინი გამოირჩევიან დაბალი თვითშეფასებით, არ უყვართ ყურადღების ცენტში ყოფნა, აქვთ განცდა, რომ მის სიტყვას არ მოისმენენ და გაითვალისწინებენ და ზოგადად ახასიათებთ ინიციატივის ნაკლებობა.

ინსტრუმენტულ სფეროში ლიდერის რიგითი წევრის და აუტცაიდერის შედარებამ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება დაადასტურა მხოლოდ ლიდერსა და (p=.000) და ჯგუფის დანარჩენ წევრებს – რიგით წევრებსა და აუტცაიდერებს შორის (p= 0.47).

ამ შემთხვევაში ჩვენი ჰიპოთეზამ იმის შესახებ, რომ რისკის მზაობა ლიდერს უფრო მაღალი აქვს, ვიდრე არალიდერს ინსტრუმენტულ და ექსპრესიულ სფეროში მიიღო ნაწილობრივი დადასტურება.

Биографии авторов

ირმა დიხამინჯია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

თამარ ადეიშვილი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

Библиографические ссылки

დ. ჩარკვიანი. ფსიქოლოგია ინდუსტრიულ ორგანიზაციებში. თბ. 2001. თავი 6- ლიდერობის პროცესი

კ. კოპალიანი. „ლიდერობის პროცესის ფსიქოლოგიური ასპექტები მცირე სოციალურ ჯგუფებში“. საერთაშორისო-სამეცნიერო პერიოდული გამოცემა, კულტურათაშორისი კომუნიკაციები. N-28. თბილისი 2017.

Bales R., Slater P. Role Differentiation in Small Decisionma-king Groups // T. Parsons & R. Bales (eds.). Family, Socialization and Interaction Process. N. Y: Free Press, 1955.

ი. დიხამინჯია, კ. კოპალიანი. ლიდერობა. სალექციო კურსი. ელ-წიგნი. თბილისი 2018.

Шуберт «Готовность к риску» (PSK); testoteka.narod.ru/ms/1/13.html.

თ. ადეიშვილი. „ლიდერობის როლური დიფერენციაცია მცირე სოციალურ ჯგუფებში“. გამომცემლობა „უნივერსალი“. თბილისი 2020.

სოციოლოგიური კვლევის მეთოდები. დემოკრატიის ქართული ინსტიტუტი. თბ.1998წ. სულ 200 გვ.

http://media.miu.by/files/store/items/pj/22/pj_22_2009_2.pdf

Опубликован

2023-06-29

Как цитировать

დიხამინჯია ი., & ადეიშვილი თ. (2023). ლიდერობის როლური დიფერენციაცია და რისკისადმი მზაობა სტუდენტურ ჯგუფებში. Business and Legislation, 16(1), 87–93. https://doi.org/10.52340/bal/2023.01.05